მიყვარხარ 

გუშინ რიყეზე რო ვიყავი  ძაან ცოტა ხალხი იყო, თან რაღაცეება აკეთებდნენ და მუშები იყვნენ, თან ციოდა. მინდოდა მივსულიყავი და იმ მაგიდისთვის დამეხედა სადაც დავწერე რომ მიყვარხარ, მაგრამ ვერ მივედი იქამდე, ვიღაცეები ისხდნენ და ქეიფობდნენ 😠 ჰოდა იქვე ახლო-მახლოს დავჯექი და ვფიქრობდი, რას წარმოვადგენ უშენოდ, რა შემიძლია გავაკეთო შენი მხარდაჭერის გარეშე, რა მინდა რო გავაკეთო უშენოდ, რამდდნ ხანს შემიძლია რო არ გნახო და ვერაფერი ვერ მოვიფიქრე, იცი რატო ვერ მოვიფიქრე? იმიტო რო შენ გაცნობამდე სულ სხვა ადამიანი ვიყავი და შენი გაცნობის შემდეგ სულ სხვა ადამიანი გავხდი. სანამ გაგიცნობდი ერთი თითქმის უსაქმური, უფრო ზარმაცი და “უმუღამო” ადამიანი ვიყავი, არ ვფიქრობდი სერიოზულლად ცხოვრებაზე და ბევრ რაღაცაზე კიდევ, სულ შევიცვალე, ეხლა მინდა რომ სამსახური მქონდეს,  ვმუშაობდე, საკუთარი ფული მქონდეს რომ შენთვოს რაღაცეების გაკეთება შემეძლოს ხანდახან მაინც, სადმე ერთად წასვლა შეგვეძლოს, მინდა ვმუშაობდე იმიტომ რომ ვინმემ არ თქვას თიკოს უსაქმური შეყვარებული ყავსო, მინდა ცუდად არ ვიქცეოდე (არ ვეწეოდე პლანს, არ ვიკეთებდე ნარკოტიკს, არ ვთამაშობდე ტოტალიზატორსა და კაზინოში, არ ვიპარავდე, არ ვშარობდე და ვჩხუბობდე და ამას ვაკეთებ კიდეც) იმიტომ რომ ვინმემ არ თქვას თიკო ეგ ბიჭი ოჯახისთვის არ გამოდგებაო, ოჯახს სერიოზულად არ მოეკიდება იმიტო რო არასერიოზული ადამიანიაო. მინდა რომ ჩემი გრძნობები მაქსიმალურად გამოვხატო, უფრო თბილი და მზრუნველი გავხდი ვიდრე ოდესმე, და ეს ყველაფერი შენი დამსახურებაა. შენი გვერდზე დგომით შევძელი ის რაც ადრე წარმოუდგენლად მიმაჩნდა, ერთი წელი აქ ყოფნა ისე რომ სულ რამდენჯერმე ჩავსულიყავი სახლში, შენი სიყვარულის დახმარებით შევძელი ეს ❤ ძალიან მიხარია რომ შენნაირი ადამიანი მყავს გვერდზე, იმიტომ რომ თბილი და მზრუნველი ხარ იმ ადამიანის მიმართ ვინც მართლა გულით გიყვარს, ხო ვიცი და ძალიან მივქარავ კიდეც რომ ამას სათანადოდ ვერ ვაფასებ ხოლმე 😔 ისიც მიხარია რომ ჩემგან განსხვავებით დენ ყველაფერს პირდაპირ მეობნები ან მაგრძნობინებ ხოლმე რაც არ მოგწონს, მაგრამ ეს ალბათ იმიტო მწყინს რო მე ესეთი არ ვარ, არ შემიძლია პირდაპირ თქმა, ხანდახან უბრალოდ არ მინდა, ხანდახან იმიტომ ვიკავებ თავს რო შენ არ გეწყინოს, ხანდახან რავი, ისეა რო თქმა სჯობს არ თქმას, ხან თქმითაც ვაშავებთ მაგრამ ამის გამო ვიცი რომ რაღაცის თქმაზე უარი არ უნდა ვთქვათ… ვიცი რომ ეს ასეა, მართალი ხარ როცა ამას მეობნები და გთხოვ, დამეხმარე რომ მეც შენნაირი გავხდე ამ საკითხში. ჰო კიდე იმიტო მიხარია შენი ჩემ გვერდზე ყიფნა რომ შენთან ერთად ძალიან ძალიან ბევრი ტკბილი მოგონება მაქვს, შენ შეიძლება გგონია რო წვრილმანებს ყურადღებას არ ვააცევ და ჩემთვის არაფერს ნიშნავს, მაგრამ ხო იცი როგორი დაკვირვებულიც ვარ?! შენი ღიმილიც, ერთი ჩახუტებაც, ერთი ტკბილი სიტყვაც, ერთი მადლობაც შეიძლებაა შემმნთვის წვრილმანია მაგრამ ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს, როცა ამას აკეთებ ვიცი რომ ბედნიერი ხარ და ვხვდები რო რაღაც გამომივიდა და ამ დროს მეც ბედნიერი ვარ ❤ ჰო ამ ყველაფერზე ვფიქრობდი გუშინ პარკში, რამდენიმე სთ რომ არ ვწერდით და ვკითხულობდით ერთმანეთს და მოვიფიქრე რომ უშენოდ არაფერი აღარ ვიქნები, შენს უნახავად ვერაფერი გამახარებს და შენს მოუკითხავად ვერაფერი შემიცვლის ამ ძალიან ცუდ გრძნობას რასაც უშენოდ ყოფნა ქვია. ვიცი შეიძლება იფიქრო რო ეს სიტყვები ხშირად გესმის ჩემგან, მაგრამ გთხოვ იცოდე რო ეს ტყუილად მონაბოდი არაა, და დამეხმარე რაღაცეების გამოსწორებაში შენივე გვერდში დგომით და სიყვარულით ❤

Advertisements

კლეოპატრა

თიკო, ძალიან ბედნიერი ვარ იმით რომ შენთვის ყველეფერი პირველი ვარ, პირველი კოცნა ვარ, პირველი ჩახუტება, პირველი სიყვარული და ვეცდები, პირველად და ერთადერთად დავრჩე და ვიცი გამომივა რადგეან ეს ორივეს ძალიან გვინდა ❤   ძალიან მიხარია რომ ჩემს გვერდით დავს ბედნიერად გრძნობ, მიხარია თუ შენი ცხოვრება გავალამაზე, შენი ცვლილება პირდაპირ ჩემს თვალწინ ხდება და ესეც ძაკუან მახარებს, რადგან სიმართლე რო გითხრა  დარწმუნებული ვარ იმაში რომ შენსავე და ჩვენსავე სასიკეთო ცვლილებებს განიცდი, და დარწმუნებული ვაე ეს ცვლილებები შენს ცხოვრებას ალამაზებს და ამით ბედნიერი ვარ ❤   მეც შენსავით ძალიან შევიცვალე, ნამდვილად ცვლის სიყვარული ადამიანებს

თიკლუცუნ ❤

ტკბილო, არ ვიცი რა სახე ექნება იმას რასაც ეხლა დავწერ, არც მოთხრობაბ იქნება, არც ლექსი, არც ნოველა, არც ჩანახატი, არც რომანი და ას.შ. ალბათ ერთი დიდი სმს-ის სახეს მიიღებს ჯამში, მაგრამ მთავარი ხომ ეს არაა, მთავარი ისაა რისი თქმაც მე შენთვის მინდა 🙂  

ალბათ მეც და შენც ჯერ კიდევ შოკში ვართ იმის გამო რაც დღეს ჩვენ შორის მოხდა, სახელს ვერ ვუძებნი, ეს ძალიან ბევრი და ძალიან მაგარი გრძნობის ერთნაირად მოზღვავებას გავდა, ასეთი ვნების შესახებ მხოლოდ ფილმში თუ მინახავს ან თუ წამიკითხავს. თითქოს ამდენმა მონატრებამ, ამდენმა უერთმანეთობამ, ერთმანეთის წყურვილმა, ახლად გაზაფხულზე მიწიდან ამოსული მწვანე ბალახივით, ნუშის ყვავილივით ერთიანად იფეთქა ჩვენ სხეულებში, გარეთ გამოაღწია, ერთმანეთს შეხვდა, ერთ დიდ უძლეველ ძალად გადაიქცა რომელმაც ისევ ჩვენი სხეულები მოიცვა და თავის მორჩილებად გვაქცია. ეხლაც არ ამოდის გონებიდან შენი ღრმა სუნთქვა ჩემს ყურთან ახლოს, თვალებს რომ ვხუჭავ ეხლაც თვალწინ მიდგას შენი ძალიან მშვიდი, თითქოს აუღელვებელი და ამავდროულად ძალიან აღელვებული სახე, შენი ნაზი და წყნარი ჩურჩული დრო და დრო – “ძალიან მიყვარხარ ბექა”, თავში მიტრიალებს შენი თმის სუნი, წარმოვიდგენ როგორ ვკოცნი შენს ლამაზ ყელს, ლამაზ სახესა, ტუჩებს და ტანში კვლავ ჟრუანტელი მივლის. წარმოვიდგენ შენს ლამაზ მკერდს და თვალწინ იშევ შენი მშვიდ, თვალებ დახუჭული სახე მიდგება ❤   

ეს რაღაც სასწაული, თითქოს ამოუწურავი, შეუჩერებელი და ნამდვილად  ყველაზე, ყველაზე მაგარი გრძნობა გრძნობა იყო რაც კი ცხოვრებაში განმიცდია. სახეზე გეწერა როგორ გსიამოვნებდა ის რასაც მე ვაკეთებდი და მაგ სახის ყურება ბედნიერებისთვის მყოფნიდა თან არც ზღვარს გადასვლის სურვილს მიჩენდა, უზარმაზარ ბედნიერებას ვგრძნობდი იმის გამოც რომ შენ ასე მენდობოდი, ვგრძნიბდი ჩვენს ერთმანეთის მიმართ ძალიან დიდ სიყვარულს, ვგრძნობდი დიდ სითბოს და ყველაზე მაგარს, ერთმანეთის მიმართ გაჩენილ დიდ ნაპერწკალს, ვნებას რომელმაც ასე ახლოს მიიყვანა ჩვენი სხეულები და დააკავშირა ისინი უხილავი, უწყვეტი ძაფებით ❤ შენ ნდობას აქამდეც ვგრძნობდი, პატივსაც ვცემდი, ვაფასებდი კიდეც, როგორც სიტყვებით ასევე შენთვის შეიძლება უცხო, არ თქმული, ან შეუმჩნეველი და შენივე თვალით დანახული საქციელებით, მაგრამ ამ ნდობას  რომელიც დღეს შენ მე გამომიცხადე ვიცი ძალიან ძალიან დიდი და სხვანაირი დაფასება ჭირდება, და სიტყვით ბევრჯელ და საქციელით უთვალავჯერ გადაგიხდი ამისთვის მადლობას, სიტყვას გაძლევ (და ძალიან კარგად იცი უკვე ჩემთვის ჩემივე დანაპირის შესრულება რამდენად პრიორიტეტულია) არასოდეს მოქცემ იმის საბაბს რომ ოდნავ მაინც რამე ინანო დღევანდელი და გასული სიგჟით სავსე დღეებიდნ.

თიკო, ჩემო ერთადერთო, პირველო და ნამდვილო სიყვარულო, ჩემო ლამაზო გოგო, სიხარულო, პოზიტივო და ბედნიერებავ, ძალიან, ძალიან მაგრად მიყვარხარ და პირობას გაძლევ ჩვენი სიყვარული სიყვარულად დარჩება, შენი რეპუტაცია ჩემს თვალში თუ არ გაიზარდა (ყოველ დღე იზრდება) არასოდეს შემცირდება, ძალიან ძალიან დიდ მადლობას შევწირავ ღმერთს იმისთვის ღომ ჩვენ ერთად ვართ, და ძალიან დიდ მადლობას გეობნები შენ ამ ორი ერთმანეთზე მაგარი და დაუვიწყარი საღამოსთვის. კიდევ ერთხელ მეგულები, მეჩემები და ძალიან მიყვარხარ ❤  

თიკოლოზს ❤

მგონი გძინავს, მეც გავეხვიე თბილად და წამოვწექი, აქაც საშინელი ქარია, დღეს ბუნებამ ხელი არ შეგვიწყო, მაგრამ არაუშავს, ვიცი ჩვენი სიყვარული უფრო ძლიერია, და უამრავ კარგ და დაუვიწყარ დღეს ვაჩუქებთ ერთმანეთს ❤ არასოდეს მეხერხებოდა გრძნობების სიტყვებად გადმოცემა, კი გეობნები რაღაცეებს ხოლმე და მე თვითონაც მიკვირს როგორ ვახერხებ(ალბათ იმიტომ, გული რომ მალაპარაკებს), შეუძლებელია ის რასაც შენდამი სიყვარული ქვია ერთი ცდით ავღწერო, მაგრამ შევეცდები ყველაფერი ვთქვა რასაც ამ ერთი ცდით მოვახერხებ.

თიკო, საყვარელო, სულ პირველად რომ გნახე ჩემთვის ვიფიქრე, „რა ლამაზი პროფილი აქვს“-ო, ლამაზი გოგოა ალბათ შეყვარებულიც ეყოლებათქო, ხანდახან გამოგხედავდი ხოლმე და გაკვირდებოდი, მსიამოვნებდა შენი ყურება, მაინტერესებდა აქტიური საუბარი რომ დაგეწყო როგორი შთაბეჭდილება შემექმნებოდა შენზე, მაგრამ შენ შენ საქმეში იყავი ჩაფლული და ჩვენ, 3 ცანცარას ყურადღებასაც არ გვაქცევდი მგონი 🙂  იმ დღეს ინკოგნიტოდ დარჩი ჩემთვის, იმ ორი გორელი გოგოდან ერთერთი მეგონე , ანამ რო მითხრა სახლში ამოსვლამდე :დ

მეორე დღეს განზრახ დავიწყე ანას ფბს თვალიერება და აღმოვაჩინე თურმანაული ყოფილხარ, ცოტა რაღაცეები ვკითხე შენზე ანას, ისიც გავიგე რომ გორელი არ ყოფილხარ და ვუთხარი, მომეწონა უნდა მივწეროთქო, და ანამაც მხარი დამიჭირა.. 🙂  

რა და როგორ მოგწერე, ან როგორ და რანაირად დაიწყო და გაგრძელდა ჩვენი დიალოგი არ მახსოვს, მაგრამ ამ სინამდვილეში მორცვხვმა ბიჭმა შენთან სამსახურში მოსვლა და პირისპირ შეხვედრაც კი გავბედე ..( ალბათ ფიქრობდი იმ დღეს, რა სულელიაო :დ) .

მოკლედ ამ ისტორიის გმირი თვითონ ხარ და კარგად იცი რა და როგორც მოხდა 🙂  

უბრალოდ მინდა ჩემი გრძნობის შესახებ მოგიყვე 🙂  

დასაწყისიდანვე შენ ჩემთვის ყოველდღიური პოზიტივის ერთერთ მომნიჭებლად იქეცი და საბოლოო ჯამში ერთადერთი გახდი, როცა შენ გელაპარაკები ტელეფონით მაშინ ბედნიერი ვარ, როცა გხედავ და გეხები ორმაგად ბედნიერი ვხდები. ვგიჟდები როცა შენ ლამათ სახეზე უსაყვარლეს და მართალ ღიმილს ვხედავ, მაშინ მეც მეცინება, არ მავიწყდება შენი მხიარული და მავნე მზერა ურთიერთობის დაწყებისას და არ მავიწყდება როგორი კმაყოფილი, გაღიმებული სახით მიქნევდი ხოლმე თავს თანხმობის ნიშნად 🙂  

შენი გაცნობის დღიდან ჩემი ყოველდღიურობა შეიცვალა, ყოველი დღე შენზე ფიქრით თენდება და ღამდება, დილით ერთმანეთს თბილად ვესალმებით და საღამოს თბილად ვემშვიდობებით, ეს ჩემთვის დიდი ბედნიერებაა. შენი ჩახუტება, რომელსაც ამდენ ხანს „გასწავლიდი“ და ამ ჩახუტების დროს შენი თავის ჩემ მკერდზე მოდება როგორი თბილი და საყვარელი გახდა ჩემთვის?! შენი კოცნა, რომელსაც  დიდ ხანს მოთმინებით ველოდიი უდიდესი ბედნიერების მომგვრელია ჩემთვის, ხანდახან მიკვირს კიდეც როგორ ახერხებ ეს პატარა გოგო ამდენი სიხარული, სიყვარული და ბედნიერება ერთად დაიტიო და მისცე იმ ადამიანებს რომლებიც შენთვის ძვირფასები არიან ❤ პასუხიც ვიციი, გული გაქვს(და არ შემეკამათო არაო) უზარმაზარი და სიკეთით სავსე, და მიხარია რომ ამ გულში ჩემი ადგილიც მოიძებნა ტკბილო ❤  

ვერ დავივიწყებ შენ იმდღევანდელ გაბრწყინებულ თვალებს და ღიმილ შეპარულ სახეს რომ მითხარი „შენ პირველი ადამიანი ხარ, ვინც ასე შემიყვარდაო“ 🙂 ❤  

გეხუტები და ვგრძნობ შენ აჩქარებულ გულის ცემას, ნუთუ ეს სიყვარულს არ ნიშნავს? ადამიანს პირველ რიგში  ყოველთვის შინაგანი მხრიდან ვაფასებ,, რადგან სხეული ასეთი ლამაზი სულის გარეშე როგორიც შენ გაქვს არაფერია ჩემთვის ❤ ამიტომ მიყვარხარ რომ ასეთი ლამაზ გარეგნობაში, ასეთი ლამაზი სული გაქვს . იმიტომ მიყვარხარ რომ ამ ლამაზ სხეულში სინამდვილეში უზარმაზარი გული გაქვს და ამ გულით სიყვარულს ატარებ  ❤  

აი სწორედ ამიტომ მახარებს შენი დანახვა და მაბედნიერებს იმისი გააზრება რომ ჩვენ ურთიერთობას სიყვარული ქვია ❤ ძალიან მიყვარხარ ჩემო ბედნიერებავ, მახარებ, სიხარულს მჩუქნი, მაბედნიერებ, სიყვარულს მაძლევ და სიცოცხლით აღმავსებ… გულში მყავხარ თიკო, და ვერ წარმომიდგენია ერთი დღეც კი რომელიც შენი „დილამშვიდობისა, გაიღვიძე იდიოტო„-ს და „ტკბილი ძილი“-ს გარეშე ჩაივლის. 

❤❤

სიყვარული ადამიანებს ცვლისო გამიგია,მე კი სიგიჟემდე შემცვალა.(შენ შემცვალე).

შენ მოგეცი ჩემი პირველი კოცნა(მაშინ როცა არავისთვის ხელის გადახვევის უფლებაც კი არ მიმიცია)ჩემთვის პირველი ჩახუტება ხარ,ყველაფერი პირველი ხარ და მჯერა ერთადერთი იქნები   

მე შენსავით კარგად არ ვწერ,ამოტომ იმ ყველაფერს ვერ გადმოგცემ,რაც ვიგრძენი,რაც განვიცადე..

მთელი ცხოვრება გადარეული გიჟი ვიყავი,შენ კი მთლად გამასულელე,გამაგიჟე..

უამრავი ბედნიერი წამი მაჩუქე.ცხოვრება გამილამაზე..

ჩემთვის საუკეთესო ხარ,ძალიან ძვირფასი ხარ ბექა ჩემთვის..

ის რაც დღეს მოხდა არ ვინანებ იმიტო,რომ პირველად განვიცადე ასეთი გრძნობა.არ ვიცი რა იყო ეს.ალბათ დიდი სიყვარულის პატარა ვნება.არ ვიცი,მხოლოდ ის ვიცი,რომ უბრალოდ შენ არსებობდო ჩემს ცხოვრებაში იმ წამს.მხოლოდ ჩვენ ვიყავით,მხოლოდ ჩვენ. ❤  ❤   მადლობა ყველაფრისთვის,მადლობა ამ სიყვარულისთვის,მადლობა.

და მჯერა ეს დღე ჩვენს სიყვარულს უფრო გააძლიერებს და ყველა პრობლემას მეტად გადაგვალახინებს.

ძალიან მიყვარხარ ბექა ❤  

❤❤❤

ბექა მეც ძალიან მიყვარხარ

იმაზე მეტად ვიდრე ამას გამოვხატავ ან გაგრძნობინებ.ვერ ავღწერ იმ გრძნობას, რასაც ჩვენი სიყვარული იწვევს.შენს გულს რომ ვუსმენ რაღაცნაირად მეჩემება და მგონია იგივეს განიცდის და გრძნობს რასაც ჩემი გული.

ჰოუ ივლისი ცოტას მაშინებს იმიტო რომ იმისი წარმოდგენაც კი,რომ  შეიძლება ამ 1მა თვემ ჩვენი ურთიერთობა შეცვალოს მაგიჟებს.მეშინია იმ აზრის,რომ შეიძლება ისე კარგად აღარ ვიყოთ.

ვერც მე ვერ წარმომიდგენია ერთი დღეც კი უშენოდ ბექა.მეშინია რომ ჩემი უაზრო ხასიათი რომ ვიცი შეიძლება ბევრ სისულელეზე ვიკამათოთ.

მაგრამ ისიც მჯერა რო ამასაც გადავლახავთ.და ჩვენი სიყვარული უფრო ძლიერიც იქნება.

რათქმაუნდა ამის გადასალახად უბრალოდ საჭიროა ერთმანეთის ნდობა,და დათმობა.

ძალიან მიყვარხარ ჩემო,პირველო,ერათადერთო,ნამდვილო,სულელო,გადარეულო სიყვარულო❤    

27

27რიცხვი ჩემს ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი გახდა,სწორედ 27ში გავიცანი ადამიანი რომელმაც ჩემი ცხოვრება შეცვალა,სწორედ 27შია მისი დაბადებისდღე,ადამიანი რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასი გახდა,რომელიც ჩემი ნაწილი მგონია.შენ გაგიცანი ჩემო პატარავ 8თვის წინ ამ დღეს,გაგიცანი და მას მერე ჩემთვის შენი ყველაფერი მნიშვნელოვანია.თავად შენ ხარ ჩემი ყველაფერი.ამ დღეს გილოცავ ბექა კიდევ ერთხელა სანამ დამთავრდება.

ყველაფერი საუკეთესო მინდა შენთვის,მინდა რომ სულ ბედნიერი იყო და ყოველთვის ისე იცონოდე როგორც იმ დღეს აივანზე!😀

ჩემო ერთადერთო, ცხოვრება უფრო საინტერესოა შენთან ერთად!

შენ ყველასგან განსხვავებული და საინტერესო ადამიანი ხარ ჩემთვის  ბექა და მინდა,რომ სულ ასეთი იყო.

დიდი მადლობა იმისთვის,რომ პირობა შეასრულე,მადლობა იმ მშვენიერი ღამისთვის,ძალიან მიხარია რომ ყველა ერთად ბედნიერები ვიყავით,მადლობა ბექა რომ დამარწმუნე რომ უნდა წამოვსულიყავით,მადლობა იმისთვის რომ ჩემს ცხოვრებაში არსებობ ჩემო სიმპატიურო მწვანე თვალება სიყვარული მადლობა ყველაფრისთვის❤